logo
ENG



მიხეილ ჩხენკელი: ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება

06 აპრ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი არ შეცვლილა. ჩხენკელის თქმით, სასწავლო სემესტრი აუცილებლად შედგება.

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არ ჩავარდება. ტელესკოლის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. სამინისტრომ ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა გავახანგრძლივეთ, მაგრამ ეს არ ეხება თავად ეროვნული გამოცდების ჩატარების თრიღებს. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია. ისინი დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები.


close დახურვა