logo
ENG



მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაშია

03 ნოე 202012:34
3 წუთის საკითხავი
 
28e6s6arykp1z9k.png

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

2 ნოემბერს კორონავირუსი საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას დაუდასტურდა. იმავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა პრემიერის აპარატის უფროსს, ნათია მეზვრიშვილსაც.


close დახურვა