logo
ENG



მიჰკელსონი: საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს

11 ნოე 202423:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/11/idemyuuobzgh3bi.png

თბილისში ვიზიტით მყოფი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელ X-ზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში"- წერს ის. 

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზეც მივიდნენ და ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.


close დახურვა