სასტიკი მკვლელობა ეკლესიის წინ. დაკავებულია მოკლულის ბავშვობის მეგობარი და ნათესავი. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზნით ბრალდებულმა 34 წლის გოჩა ჯერენაშვილი მარტყოფის ღვთისმშობლის ეკლესიის წინ დაიბარა და ცეცხლი გაუხსნა. მოკლულს 5 ტყვია აქვს ნასროლი. ის ადგილზევე გადაიცვალა. ამის შემდეგ კაცი პოლიციას თავად ჩაბარდა. დანაშაულის მიზეზები უცნობია. მოტივზე ადგილობრივები არ ლაპარაკობენ.
მკვლელობა მარტყოფში
10 თებ 202320:32
3 წუთის საკითხავი