პოლიციელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ქალი მოკლა, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტში მუშაობს. "ფორმულამ" მოიპოვა ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია გუშინ ღამე. ფოტოზე აღბეჭდილია 4 სამართალდამცველი, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკავებული პირის სახლში.
მკვლელობა გვიან ღამით, ვაჟა-ფშაველაზე მოხდა. დამნაშავემ ნუცუბიძის ქუჩიდან გაისროლა და ბრმა ტყვია ვაჟა-ფშაველაზე მდებარე კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შევარდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.