logo
ENG



მმართველი გუნდი ოკუპანტი ლავროვის საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს

29 იან 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

გადაკვეთს თუ არა ხელისუფლება წითელ ხაზს და გადაკვეთს თუ არა ოკუპაციის კანონის დამრღვევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს საზღვარს. სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რეალური საფრთხე გაჩნდა იმის, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დელეგაციას ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევით ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში თბილისში უმასპინძლებს.

ბიძინა ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის და პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. 

ოპოზიცია გავრილოვის ღამის გამეორებას არ გამორიცხავს და ხელისუფლებას აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. პოლიტიკოსებისთვის ოკუპაცია საკმარისი მიზეზია, რომ რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრას.

ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოვუშვათ, - ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების პოზიცია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთის სრულიად გასაგები იქნება საქართველოს ასეთი არჩევანი.

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში მაისში უნდა გაიმართოს, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთ მინისტრებიც დაესწრებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით ვიზიტს კრძალავს.

 

 

 

 


close დახურვა