logo
ENG



მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაზე: ჩვენ გავაჟღერეთ საინტერესო და ორგინალური იდეები

29 თებ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, არაფორმალურ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გააჟღერა, რომლითაც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა სამართლიანი იქნება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვარიანტი ყველა დაინტერესებულ მხარეზეა მორგებული და მოცემულ ვითარებაში ეს საუკეთესო ალტერნატივაა.

"ჩვენ გავაჟღერეთ საინტერესო და ორგინალური იდეები, რაც გულისხმობ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას პარლამენტში რაციონალურად და დოზირებულად", - აღნიშნა კობახიძემ. 

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი განმარტავს, რომ ამჯერად მოლაპარაკებების რაუნდი რეალური შედეგის მომტანია. 

"აღარ რჩება საფუძველი, რაც შეიძლება გახდეს არსებული მოლაპარაკებებისა და პირობების ჩაშლის. შემდეგ შეხვედრაზე ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, მას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას, რა იყო ამის მოტივაცია", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

 

 


close დახურვა