logo
ENG



მმართველი გუნდის თავდასხმა არასამთავრობოებზე

14 დეკ 202020:48
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ესაუბრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს და მიიღო ინფორმაცია, რომ TI-ის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია.  ეკა გიგაური სიცრუეს უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების PVT - პარალელური დათვლა სამართლიან არჩევნებთან ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან მისი შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა, არ გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ქართული ოცნების პირობებში. 


close დახურვა