logo
ENG



მმართველი პარტია დღეს მასშტაბურ აქციას აანონსებს

27 ოქტ 202109:05
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტია, ქართული ოცნება დღეს, 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. 

ისინი თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარს უხდის

ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.

ოცნების აქციის გამო წინასწარ გადაკეტეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები.


close დახურვა