ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. განხილულ იქნა ქვეყანაში კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარება და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების საკითხები.
საუბარი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის: „მოგზაურობა ოლიმპეთში" შესახებ.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ღონისძიება, სადაც ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.