ამერიკულმა კომპანია მოდერნამ მის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების მიზნით შეერთებული შტატების სურსათსა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის წამლის სააგენტოს დღეს მიმართა. მოდერნას აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინას აქვს შესაძლებლობა კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები 94-პროცენტიანი ეფექტიანობით აღკვეთოს. ასევე მოახდინოს ვირუსის მძიმე ფორმის პრევენცია.
მოდერნა: კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ 94%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
30 ნოე 202020:55
3 წუთის საკითხავი