logo
ENG



მოდუნების სტრატეგია - დროება

25 სექ 202220:47
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით" - ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი ნაბიჯია, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს. ეს განცხადება შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ფეისბუკის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე 22 სექტემბერს განათავსა და იქვე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მონიშნა, თუმცა დღეს 25 სექტემბერია და ჯუანშერ ბურჭულაძის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაზიარებული არ არის.


close დახურვა