logo
ENG



მოვაჭრეები ახალციხის აგრარული ბაზრის გახსნას ითხოვენ

13 აპრ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

ახალციხის აგრარული ბაზრის 15-მდე მოვაჭრე დღეს ჯერ სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალთან, შემდეგ კი, ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბა.

მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად ყველა რეკომენდაციის შესრულებისა, ბაზარი უკვე ერთი კვირაა რაც დაკეტილია, იქ დასაქმებული 30 პირი კი, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, ბაზრის დირექტორის განცხადებით, ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღიურად იწმინდება.

სეს-ში ამბობენ, რომ იმ ბაზრების სია, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაიხსნება, დღეს საღამოს გამოქვეყნდება, თუმცა იქნება თუ არა ამ სიაში ახალციხის აგრარული ბაზარი უცნობია. 


close დახურვა