logo
ENG



მოვაჭრეები ტრანსპორტის აღდგენამდე იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ

25 აგვ 202114:27
3 წუთის საკითხავი
 

ვაგზლის მოედანზე მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე იჯარის გადასახადის განახევრებას ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ხალხი ბაზრობაზე აღარ დადის, ადმინისტრაცია კი ანგარიშს არ უწევს. 

მოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

"ოცი წელი ვართ ამ ბაზარში და პირნათლად ვიხდით ამ გადასახდს, რა მოხდება 1-2 თვე შეღავათი გაგვიწიონ. მართლა ვიხრჩობით და ხალხი არ შემოდის  სანამ ტრანსპორტი აღდგება, არ შეიძლება ჩვენს მდგომარეობაში რომ შევიდნენ?"- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. კერძოდ კი, ამ პერიოდის განმავლობაში, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, აიკრძალა გასართობი ღონისძიებების, ფესტივალებისა და კონცერტების გამართვა.

კვების ობიექტები კი 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე იხურება.


close დახურვა