logo
ENG



მოვითხოვ ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდებას-თოდაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

11 ოქტ 201911:18
3 წუთის საკითხავი
 
cs6w6h3mo733f30.jpeg

თამთა თოდაძემ, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს, პროკურატურას საჩივრით მიმართა. თოდაძე მოითხოვს, რომ ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. 

"მივმართე შალვა თადუმაძეს, რომ მოხდეს იმ გარემოებების გათვალისწინება გამოძიებასთან დაკავშირებით - გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან, მოხდა ნივთმტკიცებების კვალის წაშლის მცდელობა, მოწმეზე ზეგავლენის მცდელობა იყო. ის, რომ ჩემი მეზობელია და არსებობს იმის საფრთხე რომ ხშირად შევხვდე, გამიზნულიც რომ არ იყოს ეს შეხვედრა. ისნის რაიონის მაჟორიტარია და ისნის რაიონში აქვს ძალიან დიდი გავლენა. შესაბამისად, მე მოვითხოვე რომ შეეფარდოს მას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით,"-აცხადებს თამთა თოდაძე.

 


close დახურვა