logo
ENG



მოვუწოდებ ყველა კონფესიას, დავიცვათ რეკომენდაციები - მათიკაშვილი

13 აპრ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში მოსახლეობას მოუწოდებენ, დღესასწაულებზე გაითვალისწინონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ საპატრიარქოს პოზიციის შესახებ.

ილია ნაკაშიძე კიევის პეჩერის ლავრას იხსენებს და ამბობს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მაგალითი უნდა იყოს. მმართველი გუნდის წევრები მოსახლეობას ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

კიევ-პეჩერის ლავრის მსახურები დაავადდნენ ვირუსით - აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. სააღდგომო დღეებში უნდა დავიცვათ დისტანცირება - ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია", - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ ყველა კონფესიამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და მოსახლეობა დარჩეს სახლში.

„დღეს არაა დაყოვნების დრო, დღეს ბრძოლის დროა - მოვუწოდებ ყველას, ყველა კონფესიას - მნიშვნელოვანი დღესასწაულებია, მაგრამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები ჩვენივე სიცოცხლისთვის", - ამბობს მათიკაშვილი.


close დახურვა