logo
ENG



მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა, სტაბილურია

31 ოქტ 201908:11
3 წუთის საკითხავი
 
z8l94585f9apatw.png

მარჯანიშვილზე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 13 წლის ბიჭი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. როგორც ნეიროქირურგიული განყოფილების ხემძღვანელი განმარტავს, მოზარდის ჯამრთლეობის მდგომარეობა სტაბილურია და საოპერაციო არ არის.

"ჩვენთან შემოსვლისას უჩიოდა თავის ტკივილს, გვერდისა და მუცლის ტკივილს. ჩაუტარდა გამოკვლევები, თავზე გადაეღო ტომოგრაფია. ასევე გულმკერდზე და მუცელზე შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდა. რაიმე სასწრაფო საოპერაციო ამ ეტაპზე არ იკვეთება, თუმცა აქვს მუცლის ტკივილები და იმყოფება დინამიკაში დაკვირვების მიზნით",- განმარტავს ბესიკ წივწივაძე.

მოზარდს ქუჩაზე დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 


close დახურვა