მოკლული „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის და თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე" თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. 65 წლის რასმია ევადი ქმარ-შვილთან ერთად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის დატოვებისას დააკავეს. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ამერიკელი სამხედროების სპეცოპერაციას ოქტომბერში ემსხვერპლა.
