მოლდოვას ექს-პრეზიდენტი, იგორ დოდონი 9 მაისს გეორგიევსკის ლენტის ტარების გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ დოდონი ფეისბუქზე წერს.
დოდონი პრორუსი პოლიტიკოსია, რომელსაც არაერთხელ შეუქია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ლენტის ტარების გამო ის 9 ათასი მოლდოვური ლეით დააჯარიმეს, რაც დაახლოებით 472 დოლარია.
"ხელისუფლებამ დაავალა პოლიციას ოქმი შეადგინოს ჩემს სახელზე 9 მაისის დღესასწაულში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოთი მონაწილეობისთვის. ქვეყნის სასამართლოს ყველა ინსტანციაში გავაპროტესტებ ქვეყნის ხელმძღვანელობის ბოროტად გამოყენებას. ეს ანტიკონსტიტუციური კანონი გაუქმდება", - თქვა დოდონმა.
დოდონი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს კანონს, რომელიც მოლდოვაში კრძალავს საჯაროდ გეორგიევსკის ლენტისა და სხვა სიმბოლოების გამოყენებას, რომელიც სამხედრო აგრესიის მხარდამჭერია.
წელს მოლდოვაში 9 მაისი პირველად აღნიშნეს გეორგიევსკის ლენტის აკრძალვით. კანონდამრღვევები 4,5-დან 9 ათასამდე ლეით დაჯარიმდებიან. იურიდიული პირებისთვისა და მათთვის, ვისაც საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია ჯარიმა 9-დან 18 ათასამდე მერყეობს.