logo
ENG



მოლდოვას პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

16 თებ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/16/lz8kdt2sb9e25q2.jpg

მოლდოვას პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტს 48 წლის პროდასავლელი დორინ რეჩანი უხელმძღვანელებს, რომელიც 1 წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველი იყო. ყოფილმა პრემიერმა ნატალია გავრილიცა თანამდებობა 10 თებერვალს დატოვა, შესაბამისად, დაიშალა ქვეყნის მთავრობაც.

მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის დეპუტატებმა. მთავრობის შემადგენლობა ძირითადად უცვლელი რჩება. ახალმა პრემიერმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის გარდა პრიორიტეტი მოლდოვას ინსტიტუციებში "დისციპლინისა და წესრიგის" შემოღება, უსაფრთხოების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება იქნება. 

თანამდებობის დატოვებისას გავრილიცამ თქვა, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს.


close დახურვა