მოლდოვის მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც მაია სანდუ ხელმძღვანელობდა, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ინიციატივას 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა მხარი. საკითხი კენჭისყრაზე სოციალისტურმა პარტიამ გაიტანა, მიზეზი კი მინისტრთა კაბინეტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება გახდა.
შესწორება გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურას შეეხება, რომლის მიხედვითაც კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი ირჩევს. სოციალისტები ამგვარ პროცედურას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ის კოალიციაში არ განუხილავთ. მთავრობა მუშაობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე პარლამენტში ახალი კოალიცია არ შეიქმნება და ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.