logo
ENG



მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

21 ნოე 202313:17
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

სანდუს თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას გამართავს. 

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა იმ რეფორმებში, რომლებსაც ორი ქვეყანა ატარებს.

მანამდე, დღეს დილით კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ჩავიდა. მას შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან.


close დახურვა