logo
ENG



მოლდოვის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში არ შეიჭრება

02 მარ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/qsu3a6yy9liavca.png

მოლდოვის პრემიერმინისტრი დორინ რეჩანი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარი მოლდოვაში არ შეიჭრება.

რეჩანი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვი ვერ შეძლებს ბრძოლას 2 ფრონტზე რესურსების ნაკლებობის გამო.

"რუსეთს არ ეყოფა რესურსები ესკალაციისთვის. გასაგებია ასევე ისიც, რომ რუსეთს არ შეუძლია მოლდოვაში სამხედრო გზით შეჭრა. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რათა გაუმკლავდეს შესაძლო ესკალაციას დნესტრისპირეთში. ხოლო დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე როგორც ჩვენ, ილტვის მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ", - თქვა რეჩანიმ მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ის თანახმად.

მისივე თქმით, კრემლი აწარმოებს ჰიბრიდულ და ინფორმაციულ ომს, დაკავებულია პროპაგანდით და დეზინფორმაციით, და ავითარებს პროსამხედრო ნარატივს.

რეჩანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს.


close დახურვა