logo
ENG



მოლდოვის საგარეო: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს

30 ნოე 202418:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/2w1jrv1t80xhhow.jpg

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. 

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა