მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხაი პოპშოის განცხადებით, მოლდოვას შეუძლია 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს.
"ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ რეალისტური, ჩვენი დღევანდელი ვითარებისა და რეფორმების სფეროში მიღწევების გათვალისწინებით. ამასთან, მოდით, გულწრფელები ვიყოთ, მოლდოვა პატარა ქვეყანაა. კი, ფინანსური პრობლემები გვაქვს, ეს ფაქტია, მაგრამ ამ მიზანს მაინც რეალურად მივიჩნევ. მას რეალურად მივიჩნევთ და ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს", - აღნიშნა მან.
ამასთან, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოლდოვა ვერ შეძლებს ისეთ ქვეყნებთან კონკურენციას, რომლებმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ერთ ან ორ წელიწადში დაასრულა.
"თუმცა სრულიად შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში, 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გავხდეთ", - თქვა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.