logo
ENG



მოლდოვის საგარეომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

02 აგვ 202408:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/upyaoj6fe2nlqqy.jpg

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გასასვლელად 48 საათი მისცა.

რუსეთის ელჩი მოლდოვაში კი საელჩოში დაიბარეს, სადაც მას "გადასცეს ნოტა საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ."

მოლდოვის საგარეო უწყების განმარტებით გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გამოძიების შემდეგ, რომლის შედეგადაც შეგროვდა საკმარისი მტკიცებულება და ინფორმაცია, რომ "რუსი დიპლომატი მოლდოვაში მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა."

ცნობილია, რომ ეს ყოველივე მოლდოვის პარლამენტში ღალატის საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ორი ადამიანის დაკავებას მოყვა.

ეს მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკის შემდეგ ღალატის საქმეზე ორი ადამიანის დაკავებას მოჰყვა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრეანგია. არსებული ინფორმაციით, ის დაიჭირეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოსთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.

მოლდოვის საინფორმაციო გამოშვება Newsmaker-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ოლეგ ვასნეცოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღნიშნულ ქმედებას არამეგობრულად აღიქვამს და ასევე დასძინა, რომ "რუსეთი ყოველთვის პოულობს პასუხს."


close დახურვა