logo
ENG



მოლდოვის შსს-ს ცნობით, რუსული რაკეტის ნარჩენები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა

14 იან 202322:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/aegsvpm1um954vx.jpg

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ნარჩენები მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივი დაბომბვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციამ აღმოაჩინა რაკეტის ნარჩენები, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად გაჩნდა“ - განაცხადა სამინისტრომ.

აღნიშნულის შესახებ რუსეთს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მოლდოვის შსს-ს ცნობით, ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც უკრაინის დაბომბვის შედეგად რუსული რაკეტების ნარჩენები მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩავარდა. მათ შორის უკანასკნელი შემთხვევა დეკემბერში მოხდა, როცა პოლიციამ უკრაინის საზღვართან, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რაკეტის ნაწილები იპოვა.


close დახურვა