logo
ENG



მომავალი სეზონიდან, ფორმულას ეთერში გასართობი გადაცემები გავა

29 დეკ 201923:35
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იმ გადაცემებზე ისაუბრა, რომლებიც მომავალი სეზონიდან ეთერში გავა.

მისი თქმით, არზე ბევრი გასართობი გადაცემაც გავა. 

„პოლიტიკური სეგმენტის გარდა ბუნებრივია ჩვენს ეთერში გაჩნდება გასართობი ტიპის გადაცემები. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - ბაია დვალიშვილი ჩვენს არხზე გააკეთებს მის გადაცემას. ეს იქნება მისი საავტორო გადაცემა, რომელიც იქნება გასართობი შინაარსის მქონე გადაცემა, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ვერ გავექცევით სოციალურ თემებს და იმ თემებს რომლებიც აქტუალური არის მაყურებლისთვის.  ამის შემდეგ, ძალიან მალე დავიწყებთ კულინარიული ფორმატის გადაცემას და თანმიმდევრულად, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში, დაგვემატება ფაქტიურად ყოველ კვირეულად გასართობი გადაცემები სხვადასხვა ტიპის. მინდა ასევე აღვნიშნო დავით კიკალიშვილის დაბრუნება ქართულ ტელესივრცეში. მუსიკალური შოუც იგეგმება. სავარაუდოდ შემდეგი წლის შემოდგომის სეზონზე იქნება ე.წ მეგაშოუების წარმოება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ესეთი ტიპის შოუების საწარმოებლად საჭიროა ძლიერი ტექნიკური ბაზა“,-განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.


close დახურვა