მონა! - პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე, ახალგაზრდები სეზახილებითა და სტვენით შეხვდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი დიმა ბიძინაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ ისინი იმ დარბაზშიც აღმოჩნდნენ, სადაც კობახიძე დიპლომატებს ხვდება.
„ჩვეულებრივი ტიპიური მონა, რომელიც "ქართული ოცნების" სრულ უმრავლესობას გამოხატავს. ბიძინამ უთხრა და დასვა პარლამენტის თავმჯდომარედ, ბიძინამ თქვა და გადადგა. ახლაც რასაც უბრძანებს იმას აკეთებს, ხვდება დიპლომამატებს და აჯერებს რომ ხალხი არ მოუწყუებიათ. ეს ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს, როცა მივლენ ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და ზვიგენი დაესწრება. ეს ცირკი მოაწყონ ერთმანეთში, ქართველ ხალხს ისინი ვერ მოატყუებენ. ისინი არიან დასრულებულები და ძალაუფლება უნდა დაუბრუნონ ხალხს. შეიძლება აღმოვჩნდეთ დარბაზშიც, სადაც ახლა კობახიძე ზის, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ მათ დავპირდით, რომ ყველგან ვიქნებით ჩვენ. ყველაფერია მოსალოდნელი“, - აცხადებს ბიძინაშვილი.