logo
ENG



მონა - ამ შეძახილის ფონზე პარლამენტში მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ

12 დეკ 201920:03
3 წუთის საკითხავი
 
gdtjruhptzi7wdp.jpg

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა წარსული გამოცდილება გაითვალისწინეს და  პარლამენტის შენობის პიკეტირების მიზნით დილა ადრიანად შეიკრიბნენ. 

მონა- ამ შეძახილებით მოუწიათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დღეს უმრავლესობის წევრებს, რომლებსაც დილიდან სამართალდამცავებმა დაბრკოლების გარეშე გადაასადგილებლად დერეფანი მოუწყეს. მმართველი გუნდის წევრები შენობაში მანქანებით შევიდნენ. პოლიციამ მიწოლით და ძალის გამოყენებით გადაიყვანა დემონსტრანტები პარლამენტის შესასვლელებიდან და მათ პიკეტირების საშუალება არ მისცა.

დაკავებები პარლამენტთან მალევე დაიწყო, რამდენიმე მცდელობის შემდეგ დააკავეს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ზებრა გადასასვლელზე აქციის მონაწილეებთან ერთად გადადიოდა. 

პარლამენტის შენობასთან  პოლიცია აქციის მონაწილეებს ეტაპობრივად აკავებდა, დაკავებულთა შორისაა ალექსანდრე კუპრავა, გიორგი თევდორაძე,  გურამ ჩალაგაშვილი, მოძრაობა "ლელოს" წევრები და აქტივისტები.  სიტუაციას დილიდან ადგილზე აკონტროლებდა და მითითებებს თავად გასცემდა საპატრულო პოლიციის უფროსი. 

პოლიციამ შენობაში არ შეუშვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მოძრაობა "ლელოს" წევრები.

პარლამენტის წინ სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, დაპირისპირების ეპიცენტრი სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აქციის პარალელურად მიმდინარე აქციაზე იყო.

სამოქალაქო პროტესტი  პარლამენტთან  პერფორმანსით დასრულდა. მოძრაობა "გაბედემ" სიმბოლურად ნაძვის ხე დადგა და იმის საჩვენებლად,რომ პარლამენტში არჩეული მოსამართლეები მმართველი გუნდის სათამაშოებად იქცნენ, სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეების ფოტოები დაკიდა.

დღის ბოლოს კი, პროტესტის და მოთხოვნების მიუხედავად, პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.


close დახურვა