შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა.კიბერშეტების სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ.სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.
დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.
საქართველოს ხმარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს ნიდერლანდების, დანიის, ესტონეთის, პოლონეთისა, და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
ბრალდებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს.