logo
ENG



მონტენეგროში აქციებზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

14 მაი 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

მონტენეგროში აქციებზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში სასულიერო პირების დაკავების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

ეპისკოპოსი 8 მღვდელთან ერთად საკარანტინო ზომების დარღვევის გამო დააპატიმრეს და სამდღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ბრალად ედებათ რელიგიური პროცესიის ორგანიზება, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად იკრძალება.

მღვდლების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციელებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.


close დახურვა