logo
ENG



მორავეცკი: თუ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ დათანხმდება, შეიქმნება კოალიცია

22 იან 202317:36
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის პრემიერის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის გადაცემას არ დათანხმდება, შეიქმნება ახალი კოალიცია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის გადაცემას არ დათანხმდება, შეიქმნება სახელმწიფოების ახალი კოალიცია, რომელიც უკრაინას ტანკებს გაუზიარებს", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

მორავეცკის თქმით, მისთვის მიუღებელია გერმანიის პოზიცია და არ ესმის, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ბერლინში ქვეყნის პოტენციალის შესაბამისად დაიწყონ ქცევა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუკი გერმანია თავად არაა მზად უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად, ხელი არ უნდა შეუშალოს პარტნიორებს.

"ჩვენ შორიდან ვერ დავაკვირდებით, როგორ იცლება უკრაინა სისხლისგან", - განაცხადა მორავეცკიმ.


close დახურვა