logo
ENG



მორიგი სპეცოპერაცია პანკისში

24 აგვ 202120:06
3 წუთის საკითხავი
 

დაკავშირებულია თუ არა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ხელისუფლების საარჩევნო ამოცანებთან? სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის ახლობლები აიყვანა. სწორედ ეს ფაქტი აფიქრებინეს ადგილობრივებს, რომ 5 ახალგაზრდის დაპატიმრება ხელისუფლებას იმისთვის დასჭირდა, შემდეგ გამოშვების სანაცვლოდ საარჩევნო ხმებზე ივაჭროს. ცნობილია,რომ მაჩალიკაშვილი ახმეტაში ოპოზიციის კანდიდატი იქნება. სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ტერორიზმს ეხება. სუსი ამტკიცებს, რომ არსებობს ვიდეომასალაც, რომელიც ადასტურებს ახალგაზრდების მისწრაფებას ისლამური სახელმწიფოსადმი. 


close დახურვა