ივანიშვილის დეპუტატების სახელით გამოქვეყნებულმა ახალმა წერილმა ყველა წინა დაჩრდილა. ამჯერად ამერიკის საელჩო გარდა მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებისა, რევოლუციის მოწყობის მცდელობაშიცაა დადანაშაულებული. წერილის ტექსტის მიხედვით, ევროპის მოწინავე ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყვავის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოლიგარქი ივანიშვილი შვეიცარიის სასამართლოსა და მედიის თავისუფლებას უწუნებს და ამბობს, რომ ამ სახელმწიფოში რეკეტია. შვეიცარიასთან მიმართებით ნახსენებია სააკაშვილის ხელწერა.