სანქცირებული მოსამართლეებისა და კლანთან გათანაბრებული პირების რიტორიკა სულ უფრო მძიმდება. შეთქმულების თეორიებითა და რუსული პროპაგანდით, სასამართლოს გავლენიანი დაჯგუფების წევრები ერთმანეთს ამხნევებენ, მეორე მხრივ კი თვითლუსტრაციას ახდენენ, თუ რა ღირებულებებით ხელმძღვანელობს სინამდვილეში სასამართლო სისტემაში შექმნილი კლანი.
ოცნება ამერიკის უპრეცედენტო გადაწყვეტილების გამო ამერიკისგან ფაქტებს ელოდება. კონკრეტულ მაგალითებს კი თავად ის მოსამართლეები ყვებიან, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მხოლოდ იმის გამო მოუხდათ, რომ კლანის წესებს არ დაემორჩილნენ.