logo
ENG



მოსამართლეების წერილი - შაბათის ფორმულას ექსკლუზივი

23 ივლ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია რომ ამ დროისთვის მოსამართლეთა კლანის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა იმ 7 მოსამართლეზე, რომლებიც აგვისტოში ამერიკის საელჩოს პროგრამით შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიდიან. მოსამართლეებს აიძულებენ, უარი თქვან გამგზავრებაზე და ამ ფორმით მხარი დაუჭირონ ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც. შაბათის ფორმულამ მიიღო მოქმედი მოსამართლეებისგან წერილი, რომლითაც ისინი სასამართლოში ოლიგარქიული მმართველობის გავლენებს საჯაროდ პირველად ამხელენ.

 


close დახურვა