logo
ENG



მოსამართლეებს დღეს კენჭს პიკეტირებისა და ხმაურის ფონზე უყრიან

12 დეკ 201906:33
3 წუთის საკითხავი
 
og0agpmhugcsh0e.jpg

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:30 საათზეა დანიშნული. უკვე ცნობილია, რომ კენჭისყრა პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების ფონზე გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კანდიდატთა სიას პლენარულ ფორმატში განიხილავენ. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სიის ჩაგდებას მოითხოვენ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეები ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ. ის მიიჩნევს, რომ პროტესტი შედეგის მომტანი არ იქნება. 

"თუ დავაკვირდებით სასამართლოსთან დაკავშირებით არსებულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან არ გამიკვირდება რომ კლანის აქტიური წევრები აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. როგორც ხედავთ კლანი უფრო ძლიერდებოდა. ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან ე.წ. ლიდერობით, ისინი ძლიერდები ხელისუფლების მხრიდან. არ მგონია, რომ პროტესტმა რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

"კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"- კი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, დეპუტატებს კანდიტატების შეფასებები გადაუგზავნა. 

"საზოგადოებას აღშფოთებს ის თუ ვინ იქნება მათი მოსამართლე, ასევე აღშფოთებს ის თუ როგორი იქნება მართლმსაჯულება. ამ მოსამართლეებს ვირჩევთ უვადოდ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მოკლე პერიოდში. ბრძოლა უკეთესი სასამართლოსთვის ნიშნავს ბრძოლას უკეთესი სახელმწიფოსთვის", - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

 

 


close დახურვა