logo
ENG



მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

28 ოქტ 202513:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/28/zbqsb6t1cdr56o4.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლე ნინო შამათავამ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მას ბრალად სდებს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

13 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს. 

მურთაზ ზოდელავას ამ საქმეზე 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს. 


close დახურვა