ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობის ნდობით ქართული ჯარი სარგებლობს.
კითხვაზე „რამდენად ენდობით ან არ ენდობით ინსტიტუციას“ მოსახლეობის 87% დადებითად აფასებს ქართულ ჯარს, ეკლესია 85%-იანი ნდობით სარგებლობს.
ყველაზე ნეგატიურად მოსახლეობა პრეზიდენტის ინსტიტუტს აფასებს - 71% ნეგატიურადაა განწყობილი.
ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.