logo
ENG



მოსახლეობის მოთმინების ფიალა ავსებულია - გრიგოლ ვაშაძე

06 ნოე 201911:55
3 წუთის საკითხავი
 
eizai5s6vcgb37u.png

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები სოფელ შილდისა და ჭიკაანის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ყურძენზე დაბალი ფასი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუარესებული სოციალური ფონი - ეს ის პრობლემებია, რაზეც ადგილობრივები ამახვილებენ ყურადღებას. როგორს ვაშაძე განმარტავს არსებულ მდგომარეობაში მოსახეობის მოთმინების ფიალა ავსებულია. 

"ერთადერთი მიღწევა რა ცამ პერიოდშ აქვთ, ესაა 54 %-ით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნა, გაუბედურებული ვარდნა, რომელიც იატაკზე აგდია და სულს ღაფავს, უმუშევრობა და მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან. იმაზე არ ვლაპარაკობ რა დემოგრაფიულ მდგომაროებაში აღმოჩნდა საქართველო და ადამიანი ამაში რომ დარწმუნდეს, იმ გამგებლებივით კი არა ახლა რომ დაგვდევენ, მერე რომ უფროსობას მოახსენონ ვინ მოვიდა ჩვენს შეხვედრებზე და ვინ არა, არამედ საქმეს რომ აკეთებდნენ და საქართველოს მოსახლეობას დაელაპარაკონ, ისინი გაიგებდნენ ერთ მარტივ რამეს - მოსახლეობის მოთმინების ფიალა ავსებულია",- განაცხადა ვაშაძემ.  

"ნაციონალური მოძროაბის" წევრის დავით კირკიტაძის თქმით, კი საქართველოს ხელისუფლება მძიმე სოციალური ფონის შესაცვლელად არაფერს აკეთებს და უუნაროა, შესაბამისად  მთავრობის შეცვლა აუცილებელია. 

"ერთი დღე არ ყოფილა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ ხელისუფლებას ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის გაჭირვებაზე. უკიდურესი გაჭირვებაა და ამის შეცვლისთვის არაფერს აკეთებენ. ცდილობენ არც შეიმჩნიონ ის ყოფა, რაშიც საქართველოს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ამისთვის ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების გაშვება, რათა ხალხმა, სოფელშიც და ქალაქშიც, ამოისუნთქოს",- აცხადებს კირკიტაძე.

 


close დახურვა