IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კოალიციურ მთავრობაში ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს - გამოკითხულთა 28%. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ქართული ოცნება" გავიდნენ 25 და 24 პროცენტით.
იგივე კვლევის მონაცემებით, პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ კოალიციურ მთავრობაში ყველაზე ნაკლებად რეიტინგულია პარტიები: „თავისუფალი საქართველო" და „გირჩი" - 4%-ით.
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-რუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.