logo
ENG



მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული - ლავროვი

20 ნოე 202319:35
3 წუთის საკითხავი
 
მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული.

ლავროვის თქმით, რუსული ენის პოპულარიზაცია სახელმწიფო დონეზე მოხდება. ის ამბობს, რომ პოპულარიზაციის ფარგლებში მიგრანტმა მუშაკებმა რუსული უნდა ისწავლონ.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსული ენის პოზიციით, პირველ რიგში რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ასევე [დაინტერესებული ვართ] რუსულ ენაზე სასწავლო პროგრამების გაფართოებით, მათ შორის მიგრანტ მუშაკთა მომზადებით", - აღნიშნა ლავროვმა.


close დახურვა