logo
ENG



მოსკოვის გამზირზე სუს-ი მუშაობდა - უწყება უარყოფს, რომ ღონისძიება ბოკოვის საქმეს უკავშირდება

18 ივნ 202001:37
3 წუთის საკითხავი
 
n4fz0l0xfuww9qv.jpg

სამართალდამცველებმა მოსკოვის გამზირზე მუშაობა დაასრულეს. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებდა.

სუს-ში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ჩხრეკის ღონისძიება ჩატარდა, თუმცა ადგილზე არავინ დაუკავებიათ.

ამასთან, უწყება კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩატარებული ღონისძიება რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა.

შეგახსნებთ, ბოკოვი სავარაუდოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული.


close დახურვა