logo
ENG



მოსკოვის მერის თქმით, დრონებით დაზიანებული შენობებიდან მოქალაქეები ევაკუირებულები არიან

30 მაი 202309:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/8lgo8r88prgu6n1.jpg

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დრონებით შეტევამ მცირე დაზიანებები მიაყენა რამდენიმე შენობას - მისივე თქმით, მომხდარის შედეგად "სერიოზულად" არავინ დაშავებულა.

"ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური ადგილზეა", - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ორი დაზიანებული შენობიდან მოქალაქეები უკვე ევაკუირებულები არიან.

რაც შეეხება მოსკოვის ოლქის გუბერნატორს, ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ ქალაქისკენ მომავალი რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რუსი ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, ვინ განახორციელა თავდასხმა.

დღეს დილით დრონებით შეტევის შესახებ რუსულმა მედიებმა გაავრცელეს ცნობები - მათი მტკიცებით, დრონები ორ მაღალსართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა.

რუსეთმა მოსკოვზე დრონების თავდასხმის შესახებ კიევზე მიტანილი იერიშიდან რამდენიმე საათში გაავრცელა ინფორმაცია - როგორც ცნობილია, კიევზე ოკუპანტების შეტევას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად, დაშავდა - 3.


close დახურვა