logo
ENG



მოსკოვის მტკიცებით, კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის ვადაგასული რაკეტა მოხვდა

15 ივნ 202615:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/sfdx0dzi6dahi5u.png

როიტერსის ინფორმაციით, რუსეთში აცხადებენ რომ, რომ კიევში მდებარე ისტორიულ კიევ-პეჩერის ლავრისთვის არ დაურტყამთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ დააზიანა. სამინისტროს თქმით, Patriot-ის რაკეტა, შესაძლოა, შეცდომით იყო გაშვებული, ვინაიდან, მათი შეფასებით, დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას ვადაგასული შეიარაღება მიაწოდეს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალები არ გეგმავენ და არ ახორციელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს", -  თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

რუსეთმა კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანა, რა დროსაც კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბეს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს.

"ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის სახურავი იწვის", – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ და კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული უწოდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ლავრის ბერებმა მაშველებთან ერთად შეძლეს ხატების და სხვა სიწმინდეების გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადატანა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და რუსულ თავდასხმაზე მყისიერ პასუხს მოითხოვს.

 


close დახურვა