რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს დილით უკრაინის საზღვართან მდებარე ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსულმა თავდაცვამ 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
"კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული იერიში მიიტანა, თუმცა საჰაერო თავდაცვამ იგი დროულად აღკვეთა", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსული მხარე ასევე ირწმუნება, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამხრეთით მდებარე ბრიანსკის რეგიონის რამდენიმე სოფელზე კასეტური ბომბებით იერიში მიიტანეს.
რეგიონის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა რამდენიმე სახლი.
უკრაინული მხარე თავდასხმებთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებს.