logo
ENG



მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა

10 მაი 202001:02
3 წუთის საკითხავი
 
4trt1b41s4b1gl2.png

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 50-ე საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებსაც მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, ხანძარი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა. განყოფილებიდან 5 პაციენტის გამოყვანა მოახერხეს, ხოლო მე-6 პაციენტი დაიღუპა. 

სულ საავადმყოფოდან 295 პაციენტის ევაკუირება მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გაჩენის მიზეზებს არკვევენ. 


close დახურვა