logo
ENG



მოსკოვმა იაპონიის პრემიერსა და ქვეყნის 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აუკრძალა

04 მაი 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/jtka97s4svy9qi9.jpg

რუსეთმა იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კაშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიის პრემირმინისტრის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო.

„ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო, რუსეთის მიმართ დაუშვა მიუღებელი რიტორიკა, ცილისწამება და პირდაპირი მუქარა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.

საგარეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტოკიო იღებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟისკენ, ასევე რუსეთის ეკონომიკისთვისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისკენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. იაპონიამ შეაჩერა ვიზების გაცემა და აქტივები გაუყინა მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას.

ამასთანავე, იაპონიამ დონეცკიდან და ლუგანსკიდან ექსპორტი და იმპორტი, რუსული ობლიგაციების გამოცემა და იაპონიაში ბრუნვა აკრძალა.

გარდა ამისა, იაპონიამ რუსეთის 398 მოქალაქეს ქონება გაუყინა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი მოხვდნენ.


close დახურვა