სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა აქცია მოსკოვში. ქალაქის ცენტრში გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 40 დემონსტრანტი აიყვანეს.
მათ ბრალი პანდემიისას შეკრებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევაში ედებათ. ამავე ბრალდებით დააკავეს 3 ადამიანი პეტერბურგში გამართული პიკეტისას.
რუსეთის ქალაქებში დემონსტრაციები ფემინისტი აქტივისტის, იულია ცვეტკოვასთვის ბრალის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა.
ცვეტკოვა რამდენიმე თვის წინ გეი პროპაგანდისთვის დააკავეს, ახლა კი პორნოგრაფიული ნახატების გავრცელებაში ედება ბრალი.